გიორგი ჯგერენაიამ "ილიჩევეცში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცმა" იალტაში შეკრების დროს პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. თორნიკე ოქრიაშვილისა და დავით თარგამაძის გუნდის მეტოქე "სევასტოპოლი" იყო.

შეგახსენებთ, რომ "ილიჩევეცთან" ერთად შეკრებაზე "გაგრას" ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი ჯგერენაია იმყოფება.

საბოლოოდ შეხვედრა "ილიჩევეცის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ავადმყოფობის გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია დავით თარგამაძეს, ხოლო ოქრიაშვილმა 30 წუთი ითამაშა. გიორგი ჯგერენაია კი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და შეხვედრა ბოლომდე ჩაამთავრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული