ჯანო ანანიძე: საშინლად მომენატრა ფეხბურთი

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჯანო ანანიძესთან მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

"გასული წლის ბოლოს "სპარტაკის" შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მუხლის ტრავმა მიიღო. ამის შემდეგ ის გერმანიაში წავიდა სამკურნალოდ, გაიკეთა მენისკის ოპერაცია და გაიარა რეაბილიტაციის კურსი. 20 წლის ანანიძე ჩვენს საიტს გაესაუბრა:

- სად ისვენებდით?
- თითქმის მთელი შვებულება სახლში გავატარე. ორი კვირა თბილისში რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი, დანარჩენი დრო კი ქობულეთში ვიყავი.

- ამინდმა თუ გაგიმართლათ?
- დიახ, ძალიან კარგი ამინდი იყო, საახალწლოდ მზე და 15-16 გრადუსი იყო. მოკლედ, კარგად
დავისვენე, ძალებიც აღვიდგინე საფეხბურთო სეზონის გასაგრძელებლად.

- როგორ არის ნაოპერაციები მუხლი?
- ჯერჯერობით ხელს არაფერში მიშლის. პირველ ვარჯიშებზე ნორმალურად დავიტვირთე.

- დაიღალეთ?
- ცოტა დავიღალე, მაგრამ ეს სასიამოვნო შეგრძნებაა. ძალიან მომენატრა ფეხბურთი და ბურთი. ტრავმის ჩათვლით, ბურთს 2 თვე არ შევხებივარ! შვებულების პერიოდში ექიმებმა სასტიკად ამიკრძალეს ბურთთან მიკარება, მხოლოდ კუნთებს ვავარჯიშებდი. დღეს მანეჟში, როგორც იქნა, ბურთს ცოტა ხნით გავეთამაშე, თუმცა "კვადრატებში" შესვლა ამიკრძალეს. არა უშავს, ცოტასაც მოვითმენ.

- თქვენთვის გასული წელი ძალიან რთული გამოდგა. რას ელით ახალი წლისგან?
- ყველაზე მთავარია, ტრავმები აღარ მივიღო. ძალიან მინდა, რეგულარულად ვითამაშო სასტარტო შემადგენლობაში და "სპარტაკს" სარგებელი მოვუტანა. ამისთვის თავს არ დავზოგავ. რა გამოვა, ვნახოთ.

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძემ ოპერაციის შემდეგ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა
მკითხველის კომენტარები / 1 /
dila forevar
irakli
17:26 23-01-2013
0

სიახლეები პოპულარული