ალექსანდრე ამისულაშვილმა "კრილია სოვეტოვთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
29 იანვარს თურქეთში, სასტუმრო "კალისტაში", სადაც შეკრებაზე მყოფი სამარის "კრილია სოვეტოვია" დაბინავებული, საქართველოს ნაკრების მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა.

ამის შესახებ რუსეთის პრემიერლიგის კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

ამისულაშვილის შეთანხმება სამარელებთან ორწლიანია, ქართველი მცველი კი "კრილია სოვეტოვის" 5-ნომრიან მაისურას მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ალეკო "კრასნოდარის" ღირსებას იცავდა, სადაც გუნდის კაპიტანი იყო. ფეხბურთელმა სლავოლიუბ მუსლინის გუნდთან კონტრაქტი ამ ზამთარს, ნაადრევად გაწყვიტა.

რაც შეეხება ამისულაშვილის ახალ გუნდს, "კრილია სოვეტოვი" რუსეთის პრემიერლიგაში მე-14 პოზიციას იკავებს.

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ამისულაშვილმა "კრასნოდართან" კონტრაქტი გაწყვიტა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული