შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქართველი მცველი "რუბინს" იჯარის შემდეგ დაუბრუნდა და მის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ცდილობს.
საკონტროლო მატჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საბას ამის შანსი უნდა ჰქონდეს - ამხანაგურ შეხვედრებში სისტემატურად მონაწილეობს.
კვირკველიამ რუმინულ "კლუჟთან" ტესტ-მატჩი სრულად ჩაატარა. ეს შეხვედრა ყაზანელებმა 0:1 წააგეს.
"რუბინი", რომელიც ბოლო წლებში ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი, მიმდინარე სეზონში არცთუ სახარბიელოდ ასპარეზობს - პრემიერლიგაში მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს.
ასევე იხილეთ:
ლეგიონერები: ალექსანდრე იაშვილი და სანდრო კობახიძე საგოლე პასებს არიგებენ
საბა კვირკველია: მეცინება და გული მწყდება, 20 წლის ბიჭმა მეტი რა უნდა ვქნა?
საბა კვირკველია: ბავშვობაში კახა კალაძესა და ანდრეი შევჩენკოს ვეთაყვანებოდი