"გამოჩნდა ბარსელონური ტექნიკა" - გიორგი ჭანტურია გაზაევსაც მოსწონს [VIDEO]

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ ვლადიკავკაზის "ალანიამ" თურქეთში მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და სერბეთის უმაღლესი ლიგის "დონი სრემს" 3:0 მოუგო.

ამ მატჩში ერთი გოლი გიორგი ჭანტურიამ გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარი საკმაოდ ლამაზი დარტყმით აიღო.

"უცებ გამოჩნდა ბარსელონური ტექნიკა", - წერდა "ალანიას" ოფიციალური საიტი.

ჭანტურიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

VideoSportall.Ge
გიორგი ჭანტურიას პირველი გოლი ალანიას მაისურით


მატჩის შემდეგ ვლადიკავკაზური კლუბის პრეზიდენტმა და მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა ახალწვეულების ნაწილზე ილაპარაკა. მას კითხვა არნემის "ვიტესიდან" იჯარით დამატებულ ჭანტურიას ამპლუაზეც დაუსვეს (სერბებთან
გაზაევმა 19 წლის ქართველი ლეგიონერი მისთვის ჩვეული ფლანგის შემტევად კი არა, ცენტრფორვარდად ათამაშა): ჭანტურიას მომავალშიც ამ პოზიციაზე ათამაშებთო?

"ჭანტურია შემტევია და მსურდა მენახა, თავდასხმის ცენტრში როგორ გამოიყურებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში, მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

თუმცა შეკრებაზე ოპტიმალური შემადგენლობის დადგენა გვსურს და მოთამაშეთა რამდენიმე პოზიციაზე გასინჯვის საშუალებაც გვაქვს",
- ამბობს გაზაევი.

ასევე იხილეთ:
თვალსაზრისი: ცას რუსეთიც ვერ გამოეკერება - გიორგი ჭანტურიას უკვე გააქვს
გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე
შანსი გიორგი ჭანტურიასთვის - ვლადიკავკაზის "ალანია"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მგონი მართლა სუსტი ადამიანია და სპორტულ რეგრესს განიცდის,,, :(
vova
14:03 08-02-2013
0
ხო პროგრესია ძმაო პროგრესი, მასე იუვენტუსი რომ დააქვეითეს მოსყიდული თამაშების გამო სერია ბ -ში პირლომ არ მიატოვა და მთელი სეზონი მეორე ლიგაში თამაშობდა. შეიძლება სამხრეთ აფრიკის კლუბში ძირითადში თამაშობდე და პატივს ქცემდნენ, ვიდრე ჩელსიში სკამს გახეხინებდნენ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული