გიორგი ჭანტურიამ და მამუკა კობახიძემ "ალანიას" მორიგ ტესტ-მატჩში ითამაშეს

AutoSharing Option
სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას განაგრძობს ვლადიკავკაზის "ალანია", რომლის წევრებიც სულ ახლახან მამუკა კობახიძე და გიორგი ჭანტურია გახდნენ.

12 თებერვალს "ალანიამ" ტესტ-მატჩში უნგრულ "დიოშდიორს" 2:0 სძლია. ჭანტურია სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, კობახიძემ კი მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.

ვლადიკავკაზელთა ორი გოლიდან ერთი ჰოლანდიელმა როისტონ დრენტემ გაიტანა, რომელიც ახლო წარსულში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი იყო.

ქართველებს საგოლე კომბინაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

* * *
ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ", რომელიც შეკრებაზე კვიპროსზე იმყოფება, "ტომთან" 0:0 ითამაშა.

გიორგი დარასელიას გუნდის ძირითადში ლაშა სალუქვაძე, გოჩა ხოჯავა და
ოთარ მარცვალაძე
იყვნენ. ამათგან შეუცვლელად მხოლოდ სალუქვაძემ ითამაშა.

"სკა-ენერგიას" კიდევ ერთი ახალწვეული შოთა გრიგალაშვილი გუნდს იმის გამო ვერ ეხმარება, რომ რამდენიმე დღის წინ ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა.

* * *
დანიური "ორჰუსი", რომლის ღირსებასაც სამი ქართველი იცავს, შვედურ "ელფსბორგთან" სპარინგში 0:1 დამარცხდა.

დავით სხირტლაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, დავით დევდარიანი კი 63-ე წუთზე მათე ვაწაძემ შეცვალა.

აქვე იმას გეტყვით, რომ დევდარიანის შემდეგ "ორჰუსთან" კონტრაქტი სხირტლაძემაც გაახანგრძლივა - მან კლუბს თავისი ბედი 2015 წლამდე დაუკავშირა.

* * *
Sportall.Ge"კრილია სოვეტოვმა" უნგრულ "დიორის" 2:0 მოუგო. სამარელთა ახალწვეულმა ალექსანდრე ამისულაშვილმა პირველი ტაიმი ჩაატარა.

მისმა გუნდმა ორივე გოლი შესვენებამდე გაიტანა.

"დიორის" შემადგენლობაში მე-60 წუთიდან ითამაშა გიორგი ქვილითაიამ.

* * *
"მორდოვია", რომელთანაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი აკაკი ხუბუტიამ გააფორმა, ყაზახურ "აქტობეს" დაუზავდა - 1:1.

ქართველი მცველი სასტარტო თერთმეტეულში იყო და 30-ე წუთზე შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული