ლევან ყენია: ჩემთვის გოლსა და საგოლე გადაცემას ერთი მნიშვნელობა აქვს

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატის" ქართველმა ნახევარცველმა ლევან ყენიამ "ბელგრადთან" (2:2) ამხანაგურ მატჩზე ისაურბა.

მართალია ყენიას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ორივე გოლში მონაწილეობა მიიღო - ალექსანდრ გლადკისთვის პენალტი გამოიმუშავა, ხოლო შემდეგ საგოლე გადაცემა იგორ ჰუდობიაკს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ბუბა დაუშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია

- პენალტი სუფთა იყო. მე პირველი დავეუფლე ბურთს, ხოლო მეტოქემ უკნიდან წამაქცია. 11-მეტრიანი სამართლიანად დაინიშნა.

- "მარიბორთან" შეხვედრაშიც გამოიმუშავე პენალტი და თავადვე დაარტყი, მაგრამ ვერ გაიტანე...

- ახლა აღარ მინდოდა დარტყმა. არ ვიცი მაშინ რატომ ვერ გავიტანე. თავდაჯერებულობა
მაკლდა. მწვრთნელმა თქვა, რომ ვინმე სხვას დაერტყა. ამის საწინააღმდეგო არაფერი მქონია.

- ადრე პენალტებს ასრულებდი?
- დიახ, ყოველთვის და ყველაფერი კარგად იყო.

- თამაშზე რას იტყვი?
- სერბები ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ, თითქოს ეს ამხანაგური მატჩი კი არა, რომელიმე მნიშვენლოვაში შეხვედრა ყოფილიყო. კარგია, რომ არ დავნებდით და განათანაბრება შევძელით.

- თავადაც შეგეძლო გატანა, მაგრამ ბურთი ჰუდობიაკს გადააწოდე
- საქმე ისაა, რომ იგორი ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საიდანაც აუცილებლად გაიტანდა. ჩემი შანსები კი 50/50-ზე შევაფასე. ამასთან ერთად მეკარეც გამოდიოდა და პასი ვაბჯობინე.

- მსგავს რაღაცას ხშირად ვერ დაინახავ. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელები თავად ურტყამენ...

- ჩემთვის გოლსა და საგოლე გადაცემას ერთი მნიშვნელობა აქვს. გოლი რა თქმა უნდა ცოტა ჯობია, მაგრამ თუ პარტიორი უფრო ხელსაყრელ პოზიციაზეა, ბურთი უნდა გადააწოდო, არ უნდა იღორო.

fckarpaty.lviv.ua


ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: ნაკრებში ყოველთვის ამაღლებული განწყობით მივდივარ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული