მართალია ყენიას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ორივე გოლში მონაწილეობა მიიღო - ალექსანდრ გლადკისთვის პენალტი გამოიმუშავა, ხოლო შემდეგ საგოლე გადაცემა იგორ ჰუდობიაკს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ბუბა დაუშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია
- პენალტი სუფთა იყო. მე პირველი დავეუფლე ბურთს, ხოლო მეტოქემ უკნიდან წამაქცია. 11-მეტრიანი სამართლიანად დაინიშნა.
- "მარიბორთან" შეხვედრაშიც გამოიმუშავე პენალტი და თავადვე დაარტყი, მაგრამ ვერ გაიტანე...
- ახლა აღარ მინდოდა დარტყმა. არ ვიცი მაშინ რატომ ვერ გავიტანე. თავდაჯერებულობა
- ადრე პენალტებს ასრულებდი?
- დიახ, ყოველთვის და ყველაფერი კარგად იყო.
- თამაშზე რას იტყვი?
- სერბები ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ, თითქოს ეს ამხანაგური მატჩი კი არა, რომელიმე მნიშვენლოვაში შეხვედრა ყოფილიყო. კარგია, რომ არ დავნებდით და განათანაბრება შევძელით.
- თავადაც შეგეძლო გატანა, მაგრამ ბურთი ჰუდობიაკს გადააწოდე
- საქმე ისაა, რომ იგორი ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საიდანაც აუცილებლად გაიტანდა. ჩემი შანსები კი 50/50-ზე შევაფასე. ამასთან ერთად მეკარეც გამოდიოდა და პასი ვაბჯობინე.
- მსგავს რაღაცას ხშირად ვერ დაინახავ. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელები თავად ურტყამენ...
- ჩემთვის გოლსა და საგოლე გადაცემას ერთი მნიშვნელობა აქვს. გოლი რა თქმა უნდა ცოტა ჯობია, მაგრამ თუ პარტიორი უფრო ხელსაყრელ პოზიციაზეა, ბურთი უნდა გადააწოდო, არ უნდა იღორო.
fckarpaty.lviv.ua
ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: ნაკრებში ყოველთვის ამაღლებული განწყობით მივდივარ