დებიუტიც ასეთი უნდა - დვალიშვილმა ტრანსფერი დუბლით აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
ლადო დვალიშვილმა "ლეგიაში" ჩინებული სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ვარშაველებმა ჩემპიონატის მეორე წრემდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა პოლონეთის რანგით მესამე ლიგის "რაკოვთან" ჩაატარეს და 3:1 გაიმარჯვეს.

ლადო მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და ცნობილი სერბი ფორვარდი დანიელ ლუბოჟა შეცვალა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 81-ე და 84-ე წუთებზე გატანილი გოლებით “ლეგიას” გამარჯვება განაპირობა.

პოლონეთის ექსტრაკლასაში სეზონი ამ უქმეებზე განახლდება: "ლეგია" სტუმრად "კორონას" შეხვდება.

VideoSportall.Ge
ლადო დვალიშვილის დუბლი ლეგიას სადებიუტო მატჩში


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლადო დვალიშვილი: ეს ფაქტი ყველაზე მეტად გულს მე მწყვეტს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული