ირაკლი კლიმიაშვილი უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერმა მიიწვია

AutoSharing Option
24 წლის ირაკლი კლიმიაშვილს უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერისგან, "დიორისგან" მიუვიდა მოწვევა და უნგრეთში ჩავიდა.

თუ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, კლიმიაშვილი რატი ალექსიძისა და გიორგი ქვილითაია შემდეგ "დიორის" მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება.

კლიმიაშვილი ბოლოს გორის "დილაში" თამაშობდა, მანამდე კი მახაჭყალის "ანჟიდან" ტაშკენტის "ფახთაქორში" გახლდათ განათხოვრებული.

ეს ნახევარმცველი "ვიტ ჯორჯიაში" ჩამოყალიბდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად, არაერთხელ იყო გამოძახებული ეროვნულ ნაკრებშიც. დაღესტნურმა კლუბმაც კლიმიაშვილი "ვიტ ჯორჯიასგან" შეიძინა.

კლიმიაშვილის უნგრეთში გადასვლას ისიც უწყობს ხელს, რომ ეს ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია. მისი გადაბირებით საქართველოს ერთ-ერთი კლუბიც
იყო დაინტერესებული, თუმცა ირაკლისთვის უფრო საინტერესო უნგრული ვარიანტი აღმოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირაკლი კლიმიაშვილი: მთავარია სიტყვა და ურთიერთობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული