დავით თარგამაძის ფრე უკრაინაში და ლადო დვალიშვილის მოგება პოლონეთში

AutoSharing Option
უკრაინული პრემიერლიგის მე-20 ტური 8 მარტს დონეცკში, ადგილობრივი "მეტალურგისა" და მარიუპოლის "ილიჩევეცის" მატჩით დაიწყო. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

დავით თარგამაძე "ილიჩევეცის" ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისმა თანაგუნდელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ამ მატჩში მონაწილეობა დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღო.

* * *
პოლონეთის ექსტრაკლასაში ვლადიმერ დვალიშვილის "ლეგია" "პოდბესკიზიეს" ეწვია და 2:1 გაიმარჯვა, რითაც ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

ვარშაველთა ქართველი თავდამსხმელი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. ამ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო.

* * *
საფრანგეთის ლიგა 2-ში "ლე მანი" "სე
დანს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. სტუმართა კიპერ გიორგი მაკარიძეს კვლავ არ უთამაშია - იგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

* * *
განახლდა რუსეთის პრემიერლიგა, თუმცა 8 მარტს ქართველებს არ უთამაშიათ. "ვოლგას" მცველმა გია გრიგალავამ კრასნოდარის "ყუბანთან" საშინაო შეხვედრა (0:2) ტრავმის გამო გამოტოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლადო დვალიშვილი "სუპერმენს" შეადარეს - "ლეგიასთან" ადაპტაცია არ გამჭირვებია
ლადო დვალიშვილმა "ლეგიაში" ანგარიში გახსნა: გოლი+პასი პოლონეთის თასზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული