გიორგი დარასელია: ყოჩაღ ფეხბურთელებს, ასეთ პირობებში თამაში რომ შეძლეს [VIDEO]

AutoSharing Option
"სკა-ენერგიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი წარმატებული გამოდგა გიორგი დარასელიასთვის - რუსეთის პირველ დივიზიონში მისმა ახალმა გუნდმა სტუმრად "პეტროტრესტი" 2:1 დაამარცხა და ამაში ქართველებმა წონადი წვლილი შეიტანეს.

მატჩის მე-12 წუთზე ანგარიში ოთარ მარცვალაძემ გაათანაბრა, ხოლო 54-ე წუთზე ლაშა სალუქვაძე საგოლე გადაცემის ავტორი გახდა (იხილეთ ვიდეო).

"სკა-ენერგიას" თავკაცმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც არასაფეხბურთო ამინდსა და პირობებზე ისაუბრა.

"ეს ჩვენი პირველი თამაში იყო შვებულების შემდეგ და უმალ ასეთი პირობები, მოედანი, ამინდი... შეიძლება ითქვას, სრულიად არასაფეხბურთო გარემოში აღმოვჩნდით.

ყოჩაღ ჩვენს
ფეხბურთელებს და
მეტოქესაც - ასეთ პირობებში კარგი ფეხბურთი რომ აჩვენეს.

მოიგო იმ გუნდმა, რომელმაც თავისი მომენტების გამოყენება შეძლო. გამარჯვებულს კი არ ასამართლებენ.

ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში ისედაც მძიმეა და თან ამისთანა ამინდში, როდესაც ძლიერი თოვაა. ამ რთულ პირობებში ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.

მოგება ორივე გუნდს შეეძლო და აშკარა უპირატესობა არცერთს ჰქონია",
- აღნიშნა დარასელიამ.

"სკა-ენერგიას" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს სალუქვაძემ, მარცვალაძემ და გიორგი ნავალოვსკიმ; შოთა გრიგალაშვილსა და გოჩა ხოჯავას კი არ უთამაშიათ.

ასევე იხილეთ:
დარასელიას წარმატებული დებიუტი, მარცვალაძის გოლი, სალუქვაძის პასი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული