მატჩის მე-12 წუთზე ანგარიში ოთარ მარცვალაძემ გაათანაბრა, ხოლო 54-ე წუთზე ლაშა სალუქვაძე საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.
"სკა-ენერგიას" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს სალუქვაძემ, მარცვალაძემ და გიორგი ნავალოვსკიმ; შოთა გრიგალაშვილსა და გოჩა ხოჯავას კი არ უთამაშიათ.
"სკა-ენერგიას" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა ნამატჩევს დარასელია შეაქო:
"პირველი ტაიმი სუსტად ჩავატარეთ, მეორე ნახევარში კი გუნდი ეფექტურად გამოიყურებოდა, რაც დარასელიას
შეხვედრის შემდეგ გასახდელში ჩავედი და გამარჯვება მწვრთნელებსა და ყველა ფეხბურთელს მივულოცე.
განსაკუთრებით გამახარა მარცვალაძის გოლმა. იგი საკონტროლო მატჩებში თავის გამოჩენას ვერ ახერხებდა, თუმცა მჯეროდა, რომ თავის სიტყვას ჩემპიონატში იტყოდა".
"სკა-ენერგია" რუსული პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. დღეისთვის ხაბაროვსკელები პლეი ოფის ზონაში არიან.
* * *
თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის "ქაშიმფაშა" "მერსინს" ეწვია და ფრედ, 1:1 ეთამაშა.
"ქაშიმფაშა" ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.
* * *
უნგრეთის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა გიორგი ქვილითაიამ. მისმა "დიორი ეტომ" შინ 2:1 სძლია "შიოფოკს", ქართველი თავდამსხმელი კი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.
* * *
იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" სტუმრად "ასკოლი" 2:1 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ირაკლი შეყილაძე სათადარიგო იყო, ლევან მჭედლიძე კი ტრავმის გამო კვლავ ვერ თამაშობს.
* * *
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში "თურანი", რომლის ღირსებასაც ირაკლი ბერაია და დავით ჯანელიძე იცავენ, სტუმრად 0:4 განადგურდა "სუმგაითთან".
ორივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ბერაია 59-ე წუთზე შეცვალეს, ჯანელიძემ კი სრულად ითამაშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მაგრამ გული მწყდება რომ ქართულ ჩემპიონატში ვერ გიყურებთ:(