რატი ალექსიძე უნგრული "დიორიდან" მოდის

AutoSharing Option
2009 წლის იანვარში რატი ალექსიძე უნგრეთში გადავიდა. თბილისის "დინამოს", "ჩელსის", "როსტოვის", თბილისის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა უნგრეთის ჩემპიონატის მაშინდელ აუტსაიდერ "დიორ ეტოსთან" 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უნგრეთში ჩარიცხვის დროს რატი 30 წლის იყო. იქ სულ ოთხი წელი ითამაშა, "დიორ ეტოს" ფორმა 85-ჯერ მოირგო და მისთვის 23 გოლი გაიტანა.

ახლა 34 წლის არის, მიმდინარე სეზონში სულ 3-ჯერ გავიდა მოედანზე და მეტოქეთა კარი მხოლოდ ერთხელ აიღო. მიზეზი ტრავმაა და ცხადია, განაცხადშიც ვერ ხვდება.

შევიტყვეთ, რომ რატი კლუბი
დან მიდის. ის ბარგს ალაგებს და ზაფხულში თავისუფალი იქნება, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას, ან აპირებს თუ არა ისევ თამაშს, ჩვენთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ რატი ალექსიძე იყო საქართველოს 17, 19-წლამდელთა, ახალგაზრდული ნაკრებების წევრი, ეროვნულ გუნდში 19 წლის ასაკში მიიწვიეს და მას შემდეგ მისი ფორმით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა.

ახლა "დიორ ეტო" 44 ქულით უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერია და ჩემპიონობას უახლოვდება - უახლოეს მდევარს, მტკ-ს 9 ქულით უსწრებს.

გუნდში 19 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია თამაშობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რატი ალექსიძე: მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ ვითამაშებ
რატი ალექსიძის პორტრეტი: კენ ბეითსი არ შემცდარა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს აადამიანი ლონდონის ჩელსიში თამაშობდაა?>?
Unknown
18:21 30-03-2013
0
ამ ადამიანმა უდიდესი ნიჭი გაფლანგა შეეძლო ძალიან დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო მარა რაღაც-რაღაცეებმა დაღუპა, ბევრჯერ მისცეს ჩელსიში შანსი გამოსწორებულიყო მარა რად გინდა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული