ასეთმა ცხოვრებამ დამღალა - რატი ალექსიძე კარიერას ასრულებს?

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინათ ვწერდით, რომ რატი ალექსიძე უნგრული "დიორ ეტოდან" მოდის, მაგრამ მაშინ დაზუსტების საშუალება არ მოგვეცა, თუ რა გეგმები ჰქონდა 34 წლის თავდამსხმელს.

რატის დაველაპარაკეთ და დავინტერესდით, "დიორ ეტოდან" წასვლა რამ გადააწყვეტინა, კარიერას ასრულებს თუ ახალი კლუბი მოძებნა.

"ფაქტობრივად, მიმდინარე სეზონი გამიცდა. სულ სამი თამაში ჩავატარე და დასაწყისშივე უკანა კუნთი გამიწყდა.

ვარჯიში მცირე ხნის წინ განვაახლე და ახლა ჩვეულებრივად, გუნდთან ერთად ვემზადები, მაგრამ "დიორ ეტოს" ვერ ვეხმარები და ამის გამო მაისში წამოსვლა გადავწყვიტე.

წინადადება საქართველოდანაც მაქვს და უნგრეთშიც სურთ
ახალი კონტრაქტის გაფორმება, კლუბში დარჩენასა და მუშაობასაც მთავაზობდნენ.

მაგრამ ჯერ ისიც არ ვიცი, დავასრულებ თუ არა კარიერას და ახლა ვფიქრობ, რა ვქნა...

დიდი ხანია, უცხოეთში ვარ და სიმართლე გითხრათ, ასეთმა ცხოვრებამ დამღალა; სახლი, ოჯახი და ახლობლები სულ მენატრება.

ყველაფერზე ვფიქრობ, საქართველოში თამაშზე, ევროპაში დარჩენაზე, კარიერის დასრულებასა და კიდევ ორი წლით გაგრძელებაზე.

თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია",
- ამბობს ალექსიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რატი ალექსიძე უნგრული "დიორიდან" მოდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული