ცუდი ამბავი დანიიდან: მათე ვაწაძემ მძიმე ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
დანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში არ უთამაშია მათე ვაწაძეს. მისმა "ორჰუსმა" სტუმრად 2:3 წააგო "ბრონდბიუსთან".

დანიური ვებგვერდი Agffan.dk იუწყება, რომ ვაწაძემ "ბრონდბიუმდე", "ნორსიელანდთან" შეხვედრაში მიიღო მძიმე ტრავმა - კოჭი მოიტეხა და ნახევარი წელი უქმობა მოუწევს.

ცხადია, ძალიან სამწუხარო ამბავია, 24 წლის ვაწაძე ხომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელიც გახლავთ, რომელიც ბოლო დროს ადგილს იმკვიდრებდა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

ვაწაძემ დანიის მიმდინარე ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ეროვნულ ნაკრებში კი ექვსჯერ ითამაშა და ერთხელ გაიტანა.

VideoSportall.Ge
მძიმე ტრავმა მიიღო [VIDEO]" />
მათე ვაწაძემ მძიმე ტრავმა მიიღო


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აუ არა და ვაწაძე ძაან მაგარი ბიჭია და ეს უნდოდა ახლა? გამოჯანმღტელებას ვუსურვებ რაც შეიძლება მალე :*
rezo
13:27 04-04-2013
0
ძალიან საწყენია, თუმცა რას ვიზამთ,=. ეს ხომ სპორტია და ტრამვისაგან არავინ არ არის დაძღვეული. მალე გამოჯამრთელებას უსურვებ მათე ბიჭს.
valikuna
17:53 03-04-2013
0

სიახლეები პოპულარული