ლაშა სალუქვაძემ და გიორგი ნავალოვსკიმ "სკა-ენერგიას" რიგებში შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში გამწესებული კიდევ ორი ქართველი, შოთა გრიგალაშვილი და გოჩა ხოჯავა შესაბამისად, 58-ე და 81-ე წუთზე შეცვალეს.
სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში "მოროკა სვოლოვსმა" "ბლექ ლეოპარდსს" გასვლით შეხვედრაში 1:0 სძლია.
სტუმართა შემადგენლობაში გია ნერგაძემ 57-ე წუთიდან ითამაშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"