"ერთადერთი ქართული კლუბი, სადაც ვიფიქრებდი თამაშს, თბილისის "დინამოა"

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "ბოხუმის" ქართველმა ლეგიონერმა ალექსანდრე იაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" ინტერვიუ მისცა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ნაკრებიდან გაცილების მატჩსა და კარიერის შესაძლო დასრულებაზეც ისაუბრა.

35 წლის ფორვარდმა ის ერთადერთი ქართული კლუბიც დაასახელა, სადაც თამაშს არ გამორიცხავს.

- ოქტომბერში 36 წლის ხდებით. კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობთ?
- ვნახოთ, როგორ იქნება საქმე. შესაძლოა, ეს ნაბიჯი უკვე ამ ზაფხულს გადავდგა...

ბოლო ოთხი მატჩი სათადარიგოთა შორის დავიწყე, რაც უჩვეულოა ჩემი კარიერისთვის. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელმა კარიერის დასრულებისთვის დრო ზუსტად უნდა შეარჩიოს: თუ თამაშით სიამოვნება
ვეღარ მივიღე, ვიგრძენი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ბრძოლა, კონკურენცია აღარ შემიძლია, მაშინვე წავალ.

- კარიერის ქართულ კლუბში დასრულებაზე არ ფიქრობთ?
- არა მგონია... თუმცა, გერმანელები ამბობენ, ფეხბურთში არასოდეს თქვა არაო...

(იხილეთ სრულად)

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული