ქართველები ორივე კლუბის ღირსებას იცავენ, მაგრამ მოედანზე მხოლოდ "მორდოვიას" მცველი აკაკი ხუბუტია იყო. ამ უკანასკნელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. "ალანიას" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია კვლავ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას დასჯერდა, მისი თანაგუნდელი მამუკა კობახიძე კი გუნდის 18-კაციან განაცხადშიც ვერ მოხვდა.
ორივე გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნის პირასაა. "ალანიასაც" და "მორდოვიასაც" 16 ქულა აქვთ და ბოლოსწინა და ბოლო პოზიციებზე იმყოფებიან.
ცნობისთვის, მე-14, საპლეიოფო პოზიციაზე მყოფ "კრილია სოვეტოვს" 20 ქულა აქვს, რომელშიც ალექსანდრე ამისულაშვილი ირიცხება.
რუსეთის ჩემპიონატის
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქართული ლეგიონი - პასუხი, თუ რატომ არ გვყავს წარმატებული ნაკრები [VIDEO]