არნემის "ვიტესი" ბომბარდირის გარეშე დარჩა - ბონი ვარჯიშზე დაშავდა

AutoSharing Option
მერაბ ჟორდანიას არნემის "ვიტესის" თავდამსხმელი ვილფრიდ ბონი, რომელიც 30 გატანილი გოლით ნიდერლანდების ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, ტრავმირებულია.

ფეხბურთელმა კუნთი გუნდის ვარჯიშზე დაიზიანა. ბონის დიაგნოზის დაზუსტებისთვის გამოკვლევას უახლოეს დღეებში ჩაუტარებენ, თუმცა პირველადი პროგნოზით, თავდამსხმელი თამაშს კარგა ხანს ნამდვილად ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ბონის შედეგიანი თამაშის წყალობით, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდი ერედივიზიეში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "აიაქსს" ხუთი ქულით ჩამორჩება.

ასევე იხილეთ:
ჰოლანდიის ჩემპიონატი. XXX ტურის შეჯამება: ყველაფერი ფრანკ დე ბურის ხელშია
ჰოლანდიის ჩემპიონობის რა შანსი აქვს ქართველების "ვიტესს"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული