ოთარ მარცვალაძემ დაიწყო - "სკა-ენერგიამ" სტუმრად მისი დუბლით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პირველ დივიზიონში გიორგი დარასელიას მიერ გაწვრთნილმა "სკა-ენერგიამ" სტუმრად ვოლგოგრადის "როტორს" 2:1 სძლია, რაშიც ლომის წილი ოთარ მარცვალაძემ დაიდო.

მან ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა, 36-ეზე კი თავისი გუნდი წინ ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა.

"სკა-ენერგიას" შემადგენლობაში ლაშა სალუქვაძემ და გიორგი ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშეს, მარცვალაძე 85-ე წუთზე შეცვალეს, გოჩა ხოჯავა კი თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო.

VideoSportall.Ge
ოთარ მარცვალაძის დუბლი რუსეთის პირველ ლიგაში


დარასელიას გუნდი 45 ქულით მეოთხე ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მონაწილეობის კარგი შანსი აქვს.

45 ქულით მესამე პოზიციაზეა ნალჩიკის "სპარტაკი",
რომლის ღირსებასაც დავით სირაძე იცავს. "სპარტაკმა" გასვლით შეხვედრაში "სალიუტი" 1:0 დაამარცხა, ქართველი ფორვარდი კი მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა.

* * *
ლიტვის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "შიაულიაიმ" სტუმრად "ეკრანასი" 2:1 დაამარცხა. მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში "შიაულიაის" ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ალავერდაშვილმა გახსნა.

* * *
იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" "იუვე სტაბიას" უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა. ლევან მჭედლიძე მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხოლო მისი თანაგუნდელი ირაკლი შეყილაძე განაცხადში არ ყოფილა.

"ემპოლი" სერია A-ში გადასასვლელად იბრძვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლადო დვალიშვილი დუბლით პოლონეთის თასის გმირი გახდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოთარი ძაან მაგარი ფეხბურთელია სამწუხაროდ თავისი პოტენციალის კარგ გუნდში გამოვლენის საშუალება არ მიეცა
0

სიახლეები პოპულარული