ლევან ყენია: პენალტის შესრულების უფლებას მწვრთნელი არ მაძლევს

AutoSharing Option
17 აპრილს უკრაინის თასის მეოთხედფინალის შეხვედრა გაიმართა, სადაც ლევან ყენიასა და ბუბა დაუშვილის ლვოვის "კარპატი" სტუმრად დონეცკის "შახტარს" ეწვია.

მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, შეხვედრის შემდეგ კი ყენიამ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

- ვფიქრობ, პირველ ტაიმში, სადღაც 30 წუთი კარგად ვმოქმედებდით. "კარპატი" თავს იცავდა, ხოლო "შახტარს" განსაკუთრებული მომენტები არ ჰქონია. თუმცა, როცა გავუშვით, საქმე რთულად წაგვივიდა.

მეორე ტაიმშ,ი შეტევის მხრივ, კარგად ავთამაშდით, მაგრამ ბევრი შანსი მაინც არ გვქონია. რაც გვქონდა, გამოვიყენეთ.

ჩემი აზრით, კიდევ მომატება და განვითარება შეგვიძლია.

- საერთოდ, "დონბას
არენაზე" "შახტარის" მოგება შესაძლებელია?

- მათ წინააღმდეგ ძალიან ძნელია თამაში. თუმცა ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი შესაძლებელია. "შახტარი" ძალიან ძლიერი გუნდია და მან გვაჩვენა, რაზე გვაქვს სამუშაო.

- "ლევანტე" (ლვოვში ყენიას მეტსახელი), იყო მომენტები, როცა ინიციატივას შენს თავზე იღებდი და ბურთს "ათრევდი", ხოლო შენი თანაგუნდელები იმედგაცრუ
ებულები იყვნენ და ცხვირები ჰქონდათ ჩამოშვებული...
- ძნელი იყო წინ მარტო თამაში...

- მოგვიყევი, რატომ დანიშნეს პენალტი?
- იგორ ჰუდობიაკმა კარგი პასი მომცა, ხოლო მე მეკარე მოვატყუე და ვხედავდი, რომ გოლს ვეღარ გავიტანდი. ამიტომ მაღალი გადაცემა მივეცი გლადკის, რომელსაც უკნიდან უბიძგეს.

- თავად არ გინდოდა პენალტის დარტყმა?
- მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ პენალტი მე არ უნდა დავარტყა...

- იმ პენალტის გამო ხომ არა, რომელიც შეკრებაზე ვერ გამოიყენე?
- შესაძლოა. თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.

- "არსენალისთვის" მზად იქნებით?
- ახლა მთავარია, ფიზიკური ფორმა დავიბრუნო. მოტივაციასთან დაკავშირებით კი, პრობლემა არ იქნება. სამი ქულა უნდა ავიღოთ.

მომზადებულია fckarpaty.lviv.ua-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული