იგორ ტიტოვი: ჯანოს საქართველოზე უარი რომ ეთქვა, მეტს ითამაშებდა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ექიმმა მიხაილ ვარტაპეტოვმა გუნდის ქართველი ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის კურსზე ისაუბრა.

"ჯანო ფიზმომზადების მწვრთნელთან მუშაობს. 18 აპრილს ვარჯიშზე თამაში იყო, თუმცა მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ ის დატვირთვ
ებისთვის მზად არაა.

მე ვიტყო
დი, რომ ის ნელ-ნელა შეძლებს დატვირთვებს გაუძლოს, მაგრამ ჯერ ადრეა".

გარდა ამისა, ჯანოს შესახებ ისაუბრა "სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა იგორ ტიტოვმა, რომელმაც გამოთქვა ვარაუდი, თუ რატომ არ ეძლევა მოსკოვურ კლუბში ქართველ ფეხბურთელს მეტი სათამაშო დრო.

"ანანიძის პრობლემა ისაა, რომ უცხოელია. მას რუსული პასპორტის გაკეთებას ერთ დღეში სთავაზობდნენ, მაგრამ
ჯანო უმალ საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.

ასე რომ არ მომხდარიყო, ლიმიტს თავს აარიდებდა და ხშირად ითამაშებდა",
- თქვა ტიტოვმა.

მომზადებულია bobsoccer.ru-სა და sovsport.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა
ჯანო ანანიძის საყურადღებოდ: როგორ გახდა ლიონელ მესი ტრავმაგამძლე [VIDEO]

თემურ ქეცბაია: ჯანო ანანიძე სამი წლის წინანდელ დონეზე დარჩა
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბესო
თემო
ჩემი მიზანი აკ კომენტარის
მინდაკართველმა ახალგაზრდებმა დაისახონ უმაღლესი მიზნები და პირველ რიგში სპორტსმენებმა-სპორტული!თორემ ისეთი შთაბეჭდილება მეკმნება,რომ ფეხბურთში მთავარი მიზანი გახდა რუსეთის ან უკრაინის ჩემპიონატში მოხვედრა და ფულის შოვნა,სხვა წმინდა სპორტული და პატრიოტული საერთოდ დავიწყებას მიეცა!თან კმაყოფილი არიან 20-50000ხელფასს და უფრო მეტზე არც ფიკრობენ!თუ არ შეიცვალა მიზანი არაფერი არ გვეშველება
akhali
19:22 23-04-2013
0
akhali-ს , ზოგადად კანადელ ხალხს თავის თავზე არ უწვნევია ომის სიმწარე, დანგრეული-გაპარტახებული ქალაქები და სოფლები, განადგურებული ეკონომიკა, მილონობითი უპარტრონო და გაუბედურებული ადამიანი, ამიტომაა სწორედაც მაგ გამოკითხვაში მსოფლიო ომის შეუფერებლად მეექვს ადგილის მიკუთვნება და იმ გადამწყვეტი შაიბის უფრო წინ დაყენება. ისე მართალი გითხრა მაინცადამინც აქ მაგ სტატიის გადმოქართულების აუცილებლობაც ვერ დავინახე. ახლა რუსების დაკნინება ასე არ მიმაჩნია რეალურად !!!! P.ს. კანადური ჰოკეის დიდი მოყვარული კი გახლდი თავის დროზე და არც რუსები მეხატებიან გულზე მაინცადამაინც !!!
beso65
15:26 22-04-2013
0

სიახლეები პოპულარული