ოთარ მარცვალაძის გოლი 28-ე ტურში საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]
გიორგი დარასელიას გაწვრთნილმა გუნდმა კი, სადაც ოთხი ქართველი თამაშობს (ლაშა სალუქვაძე, გიორგი ნავალოვსკი, გოჩა ხოჯავა, ოთარ მარცვალაძე) 45 ქულა დააგროვა და ლიდერებში პოზიცია განიმტკიცა.
თუმცა, რუსეთში ეს მოგება ეჭვქვეშ დააყენეს - გაზეთმა "სოვეტსკი სპორტმა" "სკა-ენერგიას" წარმატება მამუკა ჯუღელს დაუკავშირა, "როტორთან" მარცვალაძის გოლები კი
სკანდალი რუსეთში: ოთარ მარცვალაძის გოლი საეჭვოა! [VIDEO]
გთავაზობთ წერილის ნაწყვეტებს: "პირველი გოლის დროს, "როტორის" მოთამაშე ივან ტოროდოვიჩმა მარცვალაძეს ბურთი მოედნის ცენტრში ჩააბარა.
ის მეტოქის კარისკენ მშვიდად დაიძრა, ტოდოროვიჩი არ გამოედევნა და არც ვოლგოგრადელ მცველთა წინააღმდეგობას შეხვედრია.
და როდესაც ქართველი საჯარიმოს ხაზს უახლოვდება, "როტორის" მცველი ხისტად ცდილობს მისთვის ბურთის ართმევას. სასაცილოა - მარცვალაძე მშვიდად უვლის გვერდს და კარში ზუსტად არტყამს. ...
"როტორის" "სტუმართა წიგნში" ასეთი გამოხმაურება იყო: - ისეთი გრძნობა დაგვრჩა, რომ ერთმანეთს გაურიგდნენ და გაყიდეს პირველი ტაიმი.
"როტორი" ეზოს გუნდს ჰგავდა... მიმდინარე სეზონში "სპარტაკისა" და "ზენიტის" მცველებს არანაკლები კურიოზული შეცდომები მოსდით.
როდესაც დიდი ოსტატები სცოდავენ, პირველი ლიგის რიგით მოთამაშეებს რა უნდა მოვკითხოთ?!
სამწუხაროდ, სათამაშო ეპიზოდების რაიმეს დასამტკიცებლად გამოყენება შეუძლებელია...
ნებისმიერი სათამაშო ეპიზოდი მხოლოდ მიზეზია თემის წამოსაწევად, განსჯისთვის და მეტი არაფერი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივაგოთ საკადრისი მამუკა ჯუღელს - გასაოცარია, როგორ გამოიცნო სკა-მ მარცვალაძის ტრანსფერი..." - წერს "სოვეტსკი სპორტი".
ოთარ მარცვალაძეს ხაბაროვსკში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.
- "როტორთან" მოგებას სკანდალური წერილი მოჰვა, რა ხდება?
- აქ შეხვედრა სხვას რომ ჩაეწყო, დამიჯერეთ, ასეთ ამბავს არ ატეხდნენ. რას ვიზამთ, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" ბევრი ქართელი ვთამაშობთ, რაც ზოგს მოსწონს, ზოგსაც აღიზიანებს. მაგრამ უკვე არაფერი მიკვირს.
იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ყურადღებას არ ვაქცევ, "შავი პიარით" სახელს გვიფუჭებენ, მაგრამ მეტოქეს ბურთი რომ ავართვი და მცველი შიშისგან ვერ მომიახლოვდა, რადგან სწრაფი არ არის, ესაა ჩემი დანაშაული?
ამ ლოგიკით, ყველა შედეგიანი თავდამსხმელი მეტოქესთან შეკრულია.
- მოდი, მაშინ გულახდილად ვთქვათ, რატომ არის რუსული მედიის დარტყმის მუდმივი ობიექტი მაინცდამაინც მამუკა ჯუღელი?
- იმიტომ, რომ... არ მინდა რა, ამაზე ლაპარაკი. ამ წერილის ლოგიკით, ჩვენ მატჩებს ვყიდულობთ და რომ ქართველი და კორუფცია ერთი და იგივეა.
ვერ ხვდებით, რომ ასეთი წერილებით სახელს გვიტეხენ? რას ფიქრობთ, რუსეთში თუ გარიგებული მატჩებია, ეს ქართველმა მოიგონა? მეორეც - ბევრს არ სურს, რომ პრემიერლიგაში შორეული აღმოსავლეთის გუნდმა ითამაშოს.
ეს პრაგმატული მოსაზრებაა. ყველაფრის დაკონკრეტება არც მინდა.
- მეორე მხრივ, "სპორტბოქსის" მკითხველმა შენი გოლი ტურის საუკეთესოდ აღიარა.
- იმიტომ, რომ მართლა ლამაზი გოლი იყო. საწყენია, როდესაც გუნდს ეხმარები და ყველაფრის ჩაშხამებას ცდილობენ.
უბრალოდ, უკვე შევეგუე, რომ ჩვენი გამარჯვება, თურმე, აუცილებლად "ნაყიდია", კონკურენტებისა კი - სუფთა გამარჯვებაა. ასე სად არის?!
- როგორც ჩანს, ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ახერხებ.
- ფაქტობრივად, ცხრა თვე გამიცდა, თავიდან თამაში მიჭირდა, მაგრამ შეკრებამ და თამაშებმა ფორმის აღდგენის საშუალება მომცა და მგონი, საუკეთესო კონდიციებს ვუახლოვდები.
- რას ფიქრობ, პრემიერლიგაში გადასვლას მოახერხებთ?
- ეკატერინებურგის "ურალსა" და "ტომს", ფაქტობრივად, საგზური მოპოვებული აქვთ. ჩვენი კონკურენტი ნალჩიკის "სპარტაკია" და დარჩენილ ტურებში სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს.
ჩვენი გადასვლა უმაღლესში ბევრს არ სურს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"