ლადო დვალიშვილმა დაბადების დღე გოლით აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ფორვარდ ლადო დვალიშვილს 20 აპრილს 27 წელი შეუსრულდა.

"პოგონთან" შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა საიუბილეო დღე გოლით აღნიშნა. "ლეგიამ" შეხვედრა ანგარიშით 3:1 მოიგო, ხოლო დვალიშვილი პოგონელთა კარში მეორე გოლის ავტორი გახდა. ლადომ პენალტი ზუსტად შეასრულა.

ამ დროისთვის დვალიშვილის ანგარიშიზე 11 გოლია და ის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ბომბარდირს მხოლოდ ერთით მეტი აქვს გატანილი და ისიც დვალიშვილის თანაგუნდელია.

VideoSportall.Ge
ლადო დვალიშვილმა დაბადების დღე გოლით აღნიშნა

ასევე იხილეთ:
ლადო დვალიშვილი დუბლით პოლონეთის თასის გმირი
გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაკრებში *** და აქ მკიდია
0
ლადო შენ საუკეთესო ადამიანი ხარ. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ზნეობაა, ინტელექტი და მერე კარიერა და შენ ყველაფერი გაქვს, ყველაფერს საკუთარი შრომით და ერთგულებით მიაღწიე და წარმატებებს გისურვებ მთელი გულით.
mako
12:56 21-04-2013
0

სიახლეები პოპულარული