ვალერი კარპინი ჯანო ანანიძეს ღუპავს!

AutoSharing Option
ვალერი რეინგოლდმა, რომელიც "სპარტაკის" შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ვალერი კარპინის მუშაობა გააკრიტიკა და ჯანო ანანიძეზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჯანომ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა "სპარტაკის" შემადგენლობაში. "სპარტაკმა" "კრილია სოვეტოვთან" ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა, ანანიძე კი მოედანზე 46-ე წუთიდან ჩაერთო და საკუთარი ეფექტური თამაშით მაყურებელი გულგრილი არ დატოვა.

ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" ეფექტური თამაშით დაუბრუნდა


"ჯანო ანანიძე ძირითადი შემადგენლობისთვის უნდა მოამზადო, მაგრამ კარპინი მას ღუპავს და თამაშის საშუალებას არ აძლევს. არადა, ჯანო კარიოკას მაგივრად უნდა გაიყვანო ხოლმე მოედანზე".

"კრილია სოვეტოვთან" მატჩზე
ასევე კომენტარი გააკეთა "სპარტაკის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა სერგეი შავლომ, რომელსაც შემოკლებით შემოგთავაზებთ.

"ასეთი მატჩების შემდეგ, რომელიც "კრილია სოვეტოვთან" ჩავატარეთ, უბრალოდ, არ ვიცი, რა ვთქვა. არ მინდა, ემოციების ფონზე გავაკეთო კომენტარი, მაგრამ ნანახს მხოლოდ კატასტროფას თუ ვუწოდებ.

ყველა ფეხბურთელიდან მხოლოდ ჯანო მომეწონა, რომელიც ცდილობდა, წინ ეთამაშა, სურვილით მოქმედებდა, პასებს აკეთებდა, იხსნებოდა. აი, ასეთ თამაშს ველოდებით "სპარტაკისგან".


მომზადებულია sport.ru-სა და sovsport.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
იგორ ტიტოვი: ჯანოს საქართველოზე უარი რომ ეთქვა, მეტს ითამაშებდა
თემურ ქეცბაია: ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!
ჯანო ანანიძის საყურადღებოდ: როგორ გახდა ლიონელ მესი ტრავმაგამძლე [VIDEO]

ჯანო ანანიძის წაყვანა არნემის "ვიტესსა" და პირადად ჟორდანიას სურს!
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვინც ჯანო რუსეთში წაიყვანა,იმას არც ესმის ფეხბურთი და არც უყვარს!მხოლოდ ფული!
akhali
15:19 13-05-2013
0
ჯანო ანანიძე არის იმის შესანიშნავი მაგალითი, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსეთში სათამაშოდ არ უნდა წავიდეს. როგორც კი მან ითამაშა საქართველოს ნაკრებში, მისდამი დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან უკვე ვერ გამოიყენებდნენ რუსეთის ნაკრებისთვის. ამის შემდეგ დაიწყო მისი მიზანმიმართული ჩაძირვა. გარკვეულწილად, ჯანომაც უკლო, მაგრამ ეს შეიძლება სწორედ ამ დამოკიდებულების შედეგი იყო. როდესაც წასვლა შეეძლო, არ გააკეთა. იმედია, ჩვენ მას არ დავკარგავთ, მაგრამ ამისთვის მისი რუსეთიდან წასვლა არის საჭირო.
თემო
21:53 13-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული