მასპინძელთა შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა - დავით სხირტლაძე მოედანზე 53-ე წუთზე შევიდა, ხოლო დავით დევდარიანი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. ამ უკანასკნელს სულ ერთი წუთი დასჭირდა თავის გამოსაჩენად - შეხვედრის 61-ე წუთზე მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კიდევ ერთმა ორჰუსელმა ქართველმა მათე ვაწაძემ სეზონი, როგორც იცით, მძიმე ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა.
12-გუნდიან სუპერლიგაში "ორჰუსი" მე-6 ადგილზეა და არც ევროთასებზე გასვლის შანსი აქვს და არც ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრება.
იხილეთ ვიდეო
(იბეჭდება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"