რუსეთის სადისციპლინო კომიტეტმა ყველაზე მკაცრად გიორგი ჭანტურია დასაჯა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში მოედანზე მომხდარი ჩხუბის გამო, რომლის ერთ-ერთი "მთავარი გმირი" გიორგი ჭანტურია იყო, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ფეხბურთელები ხანგრძლივი დისკვალიფიკაციებით დასაჯა.

შეგახსენებთ, ვლადიკავკაზის "ალანიასა" და მოსკოვის "დინამოს" შეხვედრაში გაწევ-გამოწევის დროს ქართველ ფეხბურთელს ალექსანდრ კოკორინმა სახეში გაარტყა.

ჭანტურიამ კოკორინს ხურდა მალევე დაუბრუნა - დრო იხელთა თუ არა, ჩაარტყა და შეაფურთხა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

22 მაისს გამართულ სხდომაზე სადისციპლინო კომიტეტმა იმ მატჩის ოთხი ფეხბურთელი დასაჯა, თუმცა ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ჭანტურიას მიუსაჯა - 8 მატჩი.

7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს რუსეთის ნაკრებისა და
"დინამოს" ფორვარდს, ბალაჟ ჯუჯაკსა და დანილო ნეკოს კი - 4-4.

ასევე იხილეთ:
რუსი კომენტატორი გიორგი ჭანტურიაზე: ქართველი უნახავივით მოიქცა!
გიორგი ჭანტურია: ალბათ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს [VIDEO]
გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
წაიკითხეთ!
დათო
01:22 23-05-2013
0
ძალიან ცუდად მოექცნენ ჭანტურიას, მაგრამ მანაც ვერ შეძლო თავის თავზე მაღლა დადგომა, იმედია ასაკტან ერთად დაღვინდება, ამ ხასიათით დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს.
ALEQSANDRE
10:09 23-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული