გიორგი ჭანტურია: ალბათ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში, "ალანიასა" და მოსკოვის "დინამოს" შორის, იჩხუბა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც ალექსანდრ კოკორინის დარტყმას უპასუხა.

ჩვენებური მსაჯმა მოედნიდან გააძევა. მატჩის შემდეგ მან რუსულ "სპორტ ექსპრესთან" ისაუბრა მომხდარ ინციდენტზე:

- რატომ გამოჩნდით "ალანიას" შემადგენლობაში მხოლოდ ბოლოსკენ?
- ასეთი იყო მწვრთნელის ხედვა. მე მიმაჩნია, რომ თავიდანვე კარგ ფორმაში ვიყავი, თუმცა, ალბათ, მწვრთნელი მიიჩნევდა, რომ სხვები უკეთ იყვნენ მომზადებულნი. მე დავამტკიცე, რომ საჭირო ვარ, მაგრამ სეზონი უკვე მთავრდება.

- დღევანდელი მატჩით კმაყოფილი ხართ?
- გააჩნია, როგორ შევხედავთ. მოვიგეთ,
მაგრამ საწყენია, რომ ისეთი გუნდი ვარდება პრემიერლიგიდან, რომელსაც შეუძლია მოუგოს პრიზიორს და ევროპალიგის მომავალ მონაწილეს. წინა მატჩებში არ გვეყო მოტივაცია, იღბალი და კონცენტრაცია. შეთამაშებას დიდ დროს მოვუნდით. ახლა კარგად ვართ მომზადებულნი, მაგრამ გვიანია.

- თქვენ გაძევებაზე რას იტყვით?
- ჩხუბი "დინამოს" მე-9 ნომერმა წამოიწყო. მან მორიგი უხეშობა გამოავლინა და ვეღარ მოვითმინე. არ ვარ მართალი, ემოციები უნდა ვაკონტროლო.

- შემდეგ სეზონში "ალანიაში" რჩებით?
- რომ შემეძლოს, დავრჩებოდი, აქ ძალიან თბილად მეპყრობიან გულშემატკივრები. გავხდი სასტარტო შემადგენლობის წევრი, მაგრამ აქ მე იჯარით ვარ და "ვიტესს" ვეკუთვნი. ალბათ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს, მაგრამ ვლადიკავკაზში გატარებულ დროს ყოველთვის თბილად გავიხსენებ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩხუბი ხმამაღლა ნათქვამია,წაქცეულმა ჭანტურიამ წამქცევს ხელი უბიძგა და სამაგიეროდ კაი სილაქი მიიღო,ამის მერე კი ისევ მიწაზე დაეცა.
giorgi
21:24 20-05-2013
0

სიახლეები პოპულარული