რუსეთის სადისციპლინო კომიტეტმა ყველაზე მკაცრად გიორგი ჭანტურია დასაჯა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში მოედანზე მომხდარი ჩხუბის გამო, რომლის ერთ-ერთი "მთავარი გმირი" გიორგი ჭანტურია იყო, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ფეხბურთელები ხანგრძლივი დისკვალიფიკაციებით დასაჯა.

შეგახსენებთ, ვლადიკავკაზის "ალანიასა" და მოსკოვის "დინამოს" შეხვედრაში გაწევ-გამოწევის დროს ქართველ ფეხბურთელს ალექსანდრ კოკორინმა სახეში გაარტყა.

ჭანტურიამ კოკორინს ხურდა მალევე დაუბრუნა - დრო იხელთა თუ არა, ჩაარტყა და შეაფურთხა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

22 მაისს გამართულ სხდომაზე სადისციპლინო კომიტეტმა იმ მატჩის ოთხი ფეხბურთელი დასაჯა, თუმცა ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ჭანტურიას მიუსაჯა - 8 მატჩი.

7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს რუსეთის ნაკრებისა და
"დინამოს" ფორვარდს, ბალაჟ ჯუჯაკსა და დანილო ნეკოს კი - 4-4.

ასევე იხილეთ:
რუსი კომენტატორი გიორგი ჭანტურიაზე: ქართველი უნახავივით მოიქცა!
გიორგი ჭანტურია: ალბათ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს [VIDEO]
გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
სახეში გაარტყა იმ *** რუსმა და ამანაც ჩაარყა თავში და სწორადაც მოიქცა საღოლ აბა რა ექნა .
ზურა
13:37 23-05-2013
0
სიძულვილი არაფერ შუაშია. ის თამაში თავიდან ბოლომდე ვნახე. მთელი თამაში აქებდა კომენტატორი ქართველებს და განსაკუთრებით ჭანტურიას, მაგრამ ძალიან არაკაცურად და უღირსად მოიქცა. შემრცხვა რო ქართველმა ეს გააკეთა. ნახეთ კადრები ან თამაში და დაიჯერებთ. ამ ბიჭს კაი პატრონი ჭირდება, თუ უშველა იმანაც. კაცობა ფეხბურთზე მეტია ქართველისთვის და არ უნდა ეშლებოდეს
მამბა
11:16 23-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული