ჯანო ანანიძემ ვლადიკავკაზის "ალანიას" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის ბოლო ტურში მოსკოვის "სპარტაკმა" 2:0 დაამარცხა ვლადიკავკაზის "ალანია".

ჯანო ანანიძე მასპინძელთა რიგებში 54-ე წუთზე გამოჩნდა და 79-ე წუთზე გოლი გაიტანა. ქართველმა დმიტრი კომბაროვის პასი მიიღო და ცენტრალური ზონიდან ულამაზესი გოლი გაიტანა.

"ალანიაში" გიორგი ჭანტურიას დისკვალიფიკაცია აქვს, ხოლო მამუკა კობახიძე სათადარიგო იყო. "სპარტაკმა" 51 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და ის ევროპალიგაზე ითამაშებს.

21 წლის ჯანო ანანიძემ ჩემპიონატში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა (6 სასტარტოში), მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს"
ეფექტური თამაშით დაუბრუნდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
დარტყმის მომენტი საერთოდ არ ჩანს, რა არის ეს რა ვიდეოა? , რაც დავინახე ულამაზესის ვერაფერი შევატყვე, მიდი ჯანოო !!!
Dinamo Fan
03:05 27-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული