გიორგი დარასელიას მიზნის მისაღწევად დიდი ბრძოლა მოუწევს

AutoSharing Option
გაიმართა რუსეთის პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის პირველი მატჩები. ხაბაროვსკის "სკა-ენერგია", რომელსაც გიორგი დარასელია წვრთნის, "როსტოვს" ეწვია და 0:2 დამარცხდა.

გიორგი ნავალოვსკიმ და გოჩა ხოჯავამ "სკა-ენერგიას" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს, შოთა გრიგალაშვილი კი 90-ე წუთზე შეცვალეს. მათი თანაგუნდელი ოთარ მარცვალაძე თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო.

"კრილია სოვეტოვმა", რომლის ღირსებასაც ალექსანდრე ამისულაშვილი იცავს, ნალჩიკის "სპარტაკს" უმასპინძლა და 2:0 სძლია. სამარელთა ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო, სპარტაკელი დავით სირაძე კი 76-ე წუთზე შეცვალეს.

როგორც ხედავთ, საპასუხო შეხვედრების წინ "როსტოვმა" და "კრილიამ" საკმაო ფორა შეიქმნეს.

* * *

პოლონეთის ექსტრაკლასაში ვარშავის "ლეგია", რომელიც უკვე ჩემპიონია, "რუხს" ესტუმრა და ფრედ, 0:0 ეთამაშა. ვლადიმერ დვალიშვილი შეცვლაზე შემოვიდა, არადა, ვარშავულმა კლუბმა იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ გამოუშვა.

* * *
ფინეთის ვეიკაუსლიგაში ირაკლი სირბილაძემ "ინტერ ტურკუს" ქულა მოუპოვა. "ინტერმა" სტუმრად "კუოპიოს" ანგარიში ქართველი თავდამსხმელის გოლით გაუთანაბრა. მატჩი 1:1 დასრულდა.

* * *
იტალიაში სერია A-ში გადასასვლელი პლეი ოფის ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა. ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" "ლივორნოს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1. ქართველი ფორვარდი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო. ამ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"სკა-ენერგია" გაამართლეს - შოთა გრიგალაშვილის ტრანსფერში დარღვევა არ აღმოჩნდა
შოთა გრიგალაშვილის გამო შეიძლება "სკა-ენერგია" დაისაჯოს
დვალიშვილი ჩემპიონია, მჭედლიძემ და ანანიძემ გაიტანეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ შენ ან სპეციალურად აკეთებ და ანაც კიდე რაღაც მიზნები გამოძრავებს, სირაძე 75 წუთზე კი არ შევიდა, 76 წუთზე გამოცვალეს, სულ შეცდომები რაზე მოგდის???ლევან ჯანეზაშვილი ცოტა აზზე მოდი
joni
13:58 31-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული