ამ საქმის გამო შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დადგეს და "სკა ენერგიას" უმაღლესში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლება ჩამოერთვას.
2012/13 წლების სეზონში 26 წლის შოთა გრიგალაშვილს სამ კლუბში თამაში ბრალდება. ეს კი, ფიფას წესებით, დაუშვებელია.
ზაფხულში გრიგალაშვილი "დილაში" თამაშობდა, შემოდგომაზე - "ალანიაში" გადავიდა, ხოლო იანვარში ხაბაროვსკელთა რიგებში აღმოჩნდა.
რეგლამენტის მიხედვით, 8-ვე თამაშში, რომელშიც ქართველმა მიიღო მონაწილეობა, "სკა-ენერგიას" 0:3 უნდა ჩაეთვალოს. ასე რომ, შეიძლება გიორგი დარასელიას გუნდმა აღზევების შანსი დაკარგოს.