ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე იტალიის სერია A-ს ვერ შესწვდნენ

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე იტალიის სერია A-ში ვერ გადავიდნენ. მათი "ემპოლი" პლეი ოფის ფინალის საპასუხო მატჩში სტუმრად "ლივორნოსთან" 0:1 დამარცხდა.

"ემპოლის" პირველ შეხვედრაში შინ ფრედ, 1:1 ჰქონდა ნათამაშები.

მჭედლიძე მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, ხოლო შეყილაძე სათადარიგო იყო. გამარჯვების გოლი "ლივორნომ" 32-ე წუთზე გაიტანა.

* * *
ფინეთის ვეიკაუსლიგაში "ინტერ ტურკუმ" "ჰონკას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ირაკლი სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა.

* * *
პოლონეთის ჩემპიონმა "ლეგიამ" ექსტრაკლასას ბოლო ტურში ვროცლავის "სლასკს" უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.

ვლადიმერ დვალიშვილი ვარშაველთა
18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული