რუსეთის პრემიერლიგაში ალექსანდრე ამისულაშვილი დარჩა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა.

ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ", რომელსაც გიორგი დარასელია წვრთნის, "როსტოვს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. პირველი შეხვედრა ხაბაროვსკელებს 0:2 ჰქონდათ წაგებული და შესაბამისად, პრემიერლიგაში ვერ გადავიდნენ.

"სკა-ენერგიას" შემადგენლობაში მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა. სასტარტო თერთმეტეულში გამწესებული შოთა გრიგალაშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი ოთარ მარცვალაძე სათადარიგო იყო.

პრემიერლიგაში დარჩა "კრილია სოვეტოვი", რომლის ღირსებასაც ალექსანდრე ამისულაშვილი იცავს. რამდენიმე დღის წინ სამარელებმა ნალჩიკის "სპარტაკს" უმასპინძლეს და 2:0 სძლიეს, 3 ივნისს კი მეტოქე სტუმრად 5:2 გაანადგურეს.

"კრილიას" ქართველმა მცველმა
შეუცვლელად ითამაშა. მოედანზე 90 წუთი დაჰყო სპარტაკელმა დავით სირაძემაც, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული