სიაში გიორგი ნავალოვსკიც არის - საქართველოს ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი 88 ნომრით ითამაშებს.
თუმცა, ჯერჯერობით, სიაში ვერ მოხვდა გოგიტა გოგუა.
გორის "დილას" ყოფილი ნახევარმცველი ამჟამად ხაბაროვსკულ გუნდთან ერთად ემზადება, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია.
შეგახსენებთ, რომ "სკა-ენერგიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დარასელია ახლახან ვალდას ივანაუსკასმა შეცვალა, რომელიც ბოლოს ასევე გორის "დილაში" მუშაობდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" ისინჯება