გიორგი ჭანტურია არნემის "ვიტესს" დუბლით და საგოლე პასით დაუბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
ჰოლანდიურმა "ვიტესმა" პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე.

ჰოლანდიის ქვედა ლიგის ბინადარ "ვალეივოხელსს" 13:1 მოუგო.

ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ითამაშეს გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა, მეორეში კი - ვლადიკავკაზის "ალანიადან" დაბრუნებულმა გიორგი ჭანტურიამ.

მე-16 წუთზე ანგარიში 2:0 ყაზაიშვილმა გახადა, ტაიმი კი "ვიტესმა" 8:0 მოიგო.

მეორე ტაიმის პირველი გოლი გიორგი ჭანტურიას ანგარიშზეა, "ვიტესის" მომდევნო (მე-10) გოლიც მან გაიტანა.

მე-11 გოლი კი დან მორიმ მისი პასით გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია: "ჯენოაში" ჩემი გადასვლა 90 პროცენტით
გადაწყვეტილია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიდეო მასას მოიპოვებთ თუარა დადეთ რა
giorgi
22:08 23-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული