მოთამაშეთა შორის სამი ქართველია - უჩა ლობჟანიძე, ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე.
ლობჟანიძის ტრანსფერი "დნიპროს" ეკუთვნის და მისი საკითხი ამ შეკრების შემდეგ გადაწყდება - დაიტოვებენ ან ისევ "კრივბასში" გაუშვებენ.
ჯერაც უცნობია კობახიძის ამბავი, რომელსაც არნემის "ვიტესში", მოსკოვის "ლოკომოტივსა" და ეკატერინბურგის "ურალში" იწვევენ.
საქართველოს ნაკრების 25 წლის შემტევ ნახევარმცველს უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება და ჯერ არ იცის, ზაფხულიდან სად ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე
"ტრანსფერმარკტზე" სანდრო კობახიძის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა
სანდრო კობახიძე: თამაში ყველაზე მეტად ჰოლანდიაში მსურდა...
სანდრო კობახიძე: მოსკოვის "ლოკომოტივი"? - კარტებს ჯერ არ გავხსნი