დავით თარგამაძეს ისე მტკივნეულად ჩაარტყეს, მოედანზე გონება დაკარგა

AutoSharing Option
უჩვეულო ამპლუაში მოგვევლინა მარიუპოლის "ილიჩევეცში" დავით თარგამაძე. მარიუპოლის "ილიჩევეცი" სლოვენიურ შეკრებაზე ხორვატულ "ისტრას" 0:0-ზე რომ დაუზავდა, გუნდი მეორე ტაიმში კაპიტნის სამკლავურით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გაიყვანა.

მაგრამ უკვე 51-ე წუთზე თარგამაძე შესაცვლელი გახდა - ხორვატი მცველის დარტყმა იმდენად მტკივნეული გამოდგა, რომ გონება დაკარგა, მინდორზე დაეცა და გონზე მოსულმა შეცვლა მოითხოვა.

ექიმებმა თარგამაძეს ტვინის შერყევა დაუფიქსირეს. არადა, მოედანზე ყოფნისას მარიუპოლელთა შეტევა თარგამაძემ გაამწვავა და აშკარა საგოლე მომენტი შექმნა.

მიკროტრავმის გამო ინდივიდუალურად ივარჯიშა თორნიკე ოქრიაშვილმა და "ილიჩევეცს" ვერ დაეხმარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული