ხუანდე რამოსმა უჩა ლობჟანიძეს და სანდრო კობახიძეს ამპლუა შეუცვალა

AutoSharing Option
დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" საკონტროლო მატჩში ავსტრიის "მატერსბურგს" 3:1 მოუგო. უკრაინელთა ძირითადში დაიწყეს თამაში სანდრო კობახიძემ და უჩა ლობჟანიძემ, მეორე ტაიმში კი ორივე შეცვალეს.

სამაგიეროდ, მოედანზე გამოჩნდა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა - რომან ზოზულიამ მეორე გოლი სწორედ ჯაბას გადაცემით გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "დნიპროს" მთავარმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა ლობჟანიძე ცენტრალურ მცველად მოსინჯა, კობახიძე კი - ნახევარდაცვის ცენტრში.

მხოლოდ კანკავა იყო მისთვის ჩვეულ საყრდენის პოზიციაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული