"როსტოვის" ვიცე-პრეზიდენტი: ჯანოს ყველა ღირსება აქვს...

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მომავალ სეზონს "როსტოვში" იჯარით გაატარებს. ხელშეკრულების თანახმად, თუ მოსკოვური კლუბის ხელმძღვანელობა ჩათვლის საჭიროდ - ანანიძეს ზამთარში დაიბრუნებს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ამ ნაბიჯს რუსეთის საფეხბურთო წრეებში გამოხმაურება მოჰყვა. პირველ რიგში კი, როსტოვის კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდრ შიკუნოვის კომენტარს გაგაცნობთ.

"ყველა დოკუმენტი მივიღეთ, კონტრაქტიც გავაფორმეთ. ჯანო - "როსტოვშია".

ჯანოს გადმო
ბირება ჯერ კიდევ შარშან აგვისტოში გვსურდა, მაგრამ ის "სპარტაკს" სჭირდებოდა, ორი დღის წინ კი ამ კლუბიდან დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა.

ასე რომ,
ჩვენ კვალიფიციური მოთამაშე დავიმატეთ.

ანანიძე მოძრავი, სწრაფი, ჭკვიანი, ტექნიკური ფეხბურთელია. უბრალოდ, ასაკის გამო ფიზიკურად ცოტა სუსტია, მაგრამ სამაგიეროდ, ის მოაზროვნე მოთამაშეა, რომელსაც "სპარტაკის" სკოლა აქვს გავლილი. მას ყველა ღირსება აქვს, რათა დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

მაგრამ მან ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს მოედანზე ბრძოლა, უფრო აგრესიულად და ძალისმიერად თამაში - ამ კომპონენტებში უნდა მოუმატოს და ეს თავადაც კარგად იცის.

თუმცა, როცა თამაში არ გიწევს, აბა, როგორ უნდა მოუმატო?"
- უთხრა შიკუნოვმა "რ-სპორტს".

ასევე იხილეთ:
ვალერი კარპინი: საუკეთესო გამოსავალი ჯანო ანანიძის "სპარტაკიდან" წასვლა იყო
ჯანო ანანიძე: ზოგჯერ ერთი ნაბიჯით უნდა დაიხიო, რომ მერე ორი წინ გადადგა
ჯანო ანანიძე "როსტოვში" გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული