ვალერი კარპინი: საუკეთესო გამოსავალი ჯანო ანანიძის "სპარტაკიდან" წასვლა იყო

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მომავალ სეზონს "როსტოვში" იჯარით გაატარებს.

ხელშეკრულების თანახმად, თუ მოსკოვური კლუბის ხელმძღვანელობა ჩათვლის საჭიროდ - ანანიძეს ზამთარში დაიბრუნებს.

20 წლის ქართველის ამ ნაბიჯის შესახებ აზრი რუსეთის საფეხბურთო წრეებში ბევრმა გამოთქვა, უპირველესად კი, მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელის, ვალერი კარპინის ნათქვამს შემოგთავაზებთ:

"დაველაპარაკე ჯანოს, მას თამაში სურს. ორი-სამი წელია სეზონში მას ათ-ათი ჩატარებული მატჩი გამოსდის, რაც ტრავმებთან და კონკურენციასთანაა დაკავშირებული.

ის 21 წლისაა (რედ. 21 წლის ჯანო ოქტომბერში ხდება) და თამაში სჭირდება, რისთვისაც "როსტოვი" კარგი
ვარიანტია".

გეორგი ჩერდანცევი ("ნტვ-პლუსის" კომენტატორი):
"ჯანოსთან დაკავშირებით ვითარება გასაგებია - ბიჭს არ ჰყოფნის ფიზიკური კონდიციები საიმისოდ, რომ მატჩი თავიდან ბოლომდე მაღალ დონეზე ჩაატაროს.

შესაბამისად, "სპარტაკის" შემადგენლობაში კონკურენციის მატების ფონზე, "როსტოვში" ჯანოს იჯარით წასვლა საუკეთესო გამოსავალი უნდა იყოს როგორც ფეხბურთელისთვის, ისე კლუბისთვის.

ჯანო - მაღალი კლასის ფეხბურთელია და მუდმივად უნდა თამაშობდეს".

ალექსანდრ მოსტოვოი (რუსეთის ნაკრებისა და "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი):
"სხვაგან წასვლა ანანიძეს სჭირდებოდა, რადგან "სპარტაკში" ის თითქმის არ თამაშობს და ვერც ვითარდება.

მომავალ სეზონშიც ის უთამაშებელი დარჩებოდა, რადგან გუნდმა ფეხბურთელები იყიდა, ნორმალურადაც დაკომპლექტდა და მის ძირითადში ჯანოს ადგილს მე ვერ ვხედავ.

თუმცა, ანანიძეს აქვს ყველა ღირსება საიმისოდ, რომ თამაშობდეს. უბრალოდ, მას სჭირდება გუნდი, რომლის ძირითადშიც მუდმივად იქნება.

ვფიქრობ, ჯანომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, "სპარტაკიდან" რომ წავიდა".


ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე: ზოგჯერ ერთი ნაბიჯით უნდა დაიხიო, რომ მერე ორი წინ გადადგა
"როსტოვის" ვიცე-პრეზიდენტი: ჯანოს ყველა ღირსება აქვს...
ჯანო ანანიძე "როსტოვში" გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული