თამაზ პერტიას ლატვიაში მტრები ჰყავს - ემუქრებიან და მანქანას უღებავენ

AutoSharing Option
ლატვიაში მოღვაწე ქართველ მწვრთნელ თამაზ პერტიას უცნობები ანგარიშსწორებით ემუქრებიან, თუკი სასწრაფოდ ქვეყანას არ დატოვებს და საქართველოში არ დაბრუნდება.

ამასთან დაკავშირებით, ქართველი სპეციალისტის კლუბმა, რიგის "სკონტომ" პოლიციას განცხადებითაც მიმართა.

როგორც ირკვევა, ქართველ სპეციალისტს უცნობები გამუდმებით უგზავნიან სმს-შეტყობინებებს, სადაც გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან და ქვეყნიდან წასვლისკენ მოუწოდებენ.

მანამდე "სკონტოს" თავკაცს ხულიგნებმა ავტომობილი გადაუღებეს და ზედ უცენზურო სიტყვები დააწერეს.

Sportall.Ge

თავად პერტია კი აცხადებს, რომ მსგავსი მუქარებისა არ ეშინია და ამ ფაქტებზე ირონიით საუბრობს:

"ასეთი მუქარებისა არ მეშინია და ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო სასაცილოა.
საინტერესოა, რა იქნება მათი შემდეგი
ნაბიჯი", - აქვეყნებს პერტიას სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

თამაზ პერტია ლატვიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული კლუბის, რიგის "სკონტოს" მთავარ მწვრთნელად 2012 წლის დეკემბერში დაინიშნა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას რომ არ ურტყამენ ქუჩაში კიდე გასაკვირია. ტიპი პირველი ქრტამისტი და გარეწარი. ეს საერთოდ როგორ დადის ცოცხალი მიკვირს.
54321
22:18 09-07-2013
0
პერტია აფერისტი და ქრთამისტია.
0

სიახლეები პოპულარული