ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!

AutoSharing Option
20 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა.

სამწუხაროდ, ეს შეხვედრები წარუმატებელი გამოდგა იმ გუნდებისთვის, რომელთაც ვგულშემატკივრობთ ქართველი ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელების გამო.

აგერ, კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" პირველ საშინაო შეხვედრაში ფრედ (1:1) რომ ითამაშა ალბანურ "შკენდერბეუსთან", საპასუხო მატჩი, ყველასთვის მოულოდნელად, 0:2 დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ზაურ სვანაძის დამოძღვრილმა ბაქოს "ინტერმა" პირველ შეხვედრაში შინ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა ლუქსემბურგული "ფოლა", რაც საკმარისი არ აღმოჩნდა შემდგომი ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად. ლუქსემბურგში მასპინძლებმა 4:1 მოიგეს.

თამაზ პერტიას "ლიეპაიამ" სტუმრად 1:0 მოუგო ლიტვურ "სუდუვას",
თუმცა ამ შედეგმა ქართველის გუნდს საბოლოო წარმატება ვერ მოუტანა, რადგან პირველი მატჩი შინ 0:2 ჰქონდა წაგებული. ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ერისთავი, ვინც 74-ე წუთზე შეცვალეს.

სლოვაკური "ტრენჩინი" გასვლაზე 0:2 დამარცხდა ებრაულ "ბნეი იეჰუდასთან" და ევროპალიგის მიღმა დარჩა, რადგან პირველი შეხვედრა 1:1 მორჩა. სლოვაკურ კლუბში 88 წუთი ითამაშა გიორგი ბერიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეი, ვი ღრუზინი, ვამ ნეჩევო ვ ფუტბოლე დელატ. დავაიტე ზანიმატსია რეგბომ, ილი კაკ ევო ნაზივაიუტ, იგრავოი ბარბოი. ბარბა ეტო ვაშა სტიქია (ძიუდო ტოჟე), ა ფუტბოლ ზაბივაიტე პაჯალუსტა ნავსეგდა.
იური გაგარინ
12:03 21-07-2017
0
daabralet axla esec baton kobis. carmatebebs gisurvebt bat.kobi rogorc saparlamento ise sff prezidentit tanamdebobebze.
. . . . .
11:46 21-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული