სანდრო კობახიძეს "გალათასარაი" და გელზენკირხენის "შალკეც" იწვევენ?

AutoSharing Option
ივნისში დაიწერა, რომ სანდრო კობახიძე დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" დატოვებას აპირებდა - ქართველი ნახევარმცველის მომავალს მოსკოვის "ლოკომოტივს" უკავშირებდნენ.

"რკინიგზელთა" გუნდში დანიშნული მთავარი მწვრთნელი ლეონიდ კუჩუკი სანდროს კიევის "არსენალში" ავარჯიშებდა და მის შესაძლებლობებს კარგად იცნობს, მაგრამ სანდროს "დნიპრომ" კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა.

კობახიძე ამბობდა, რომ თვის ბოლომდე კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდებოდა და ამის შემდეგ იტყოდა - სად გააგრძელებდა კარიერას.

მართალია, 25 წლის შემტევი ნახევარმცველი უკრაინელების გასაგონად აცხადებდა - "დნიპროსთან" ახალი შეთანხმება და დნეპროპეტროვსკში დარჩენა ჩემთვის ბრწყინვალე ვარიანტიაო, მაგრამ რეალურად, დარჩენა არ სურდა.

ამ ამბების შემდეგ
ლამის ერთი თვე გავიდა, სადაცაა, უკრაინაში სეზონი განახლდება, სანდროს კი ახალი კონტრაქტი არც "დნიპროსთან" გაუფორმებია და არც ახალ კლუბში გადასულა.

ამასობაში "ლელოს" დნეპროპეტროვსკულ კლუბთან დაახლოებულმა წყარომ საინტერესო ამბავი აცნობა.

"დანამდვილებით ვიცი, რომ "დნიპროს" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება რამდენიმე გავლენიანმა აგენტმა დაიწყო. მათ კობახიძის ტრანსფერის გამოსყიდვა სურთ.

ახლა სამი ვარიანტი განიხილება: ისევ აქტიურობს მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ კუჩუკი - მას კობახიძის წაყვანა ჯერ კიდევ "კრასნოდარის" მწვრთნელობის დროს სურდა. მაშინ "კრასნოდარი" დიდ ფულსაც იხდიდა, მაგრამ სანდრო მაინც არ გაუშვეს.

ერთ-ერთმა მენეჯერმა დნეპროპეტროვსკელებს სანდროს "გალათასარაიში" გადასვლა შესთავაზა.

ისიც დანამდვილებით ვიცი, რომ კობახიძით ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, გელზერკირხენის "შალკეც" დაინტერესდა, მაგრამ "დნიპრო" საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს და ძნელი სათქმელია, კლუბები შეთანხმდებიან თუ არა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხუანდე რამოსმა უჩა ლობჟანიძეს და სანდრო კობახიძეს ამპლუა შეუცვალა
სანდრო კობახიძე "დნიპროს" შეკრებაზეა
"ტრანფერმარკტზე" სანდრო კობახიძის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა
სანდრო კობახიძე: თამაში ყველაზე მეტად ჰოლანდიაში მსურდა...
სანდრო კობახიძე: მოსკოვის "ლოკომოტივი"? - კარტებს ჯერ არ გავხსნი
მკითხველის კომენტარები / 4 /
თბილისის დინამოში თუ ითამაშებ უკეთესი იქნება...
m.m.m
23:27 12-07-2013
0
ეხლა დროა დაიჯეროს რომ მაგარია
1)მწვრთნელს უნდა აგინოს
2)ვარჯიშებზე დააგვიანოს
3) თავში დროზე აუვარდეს და კარიერა ვლადივასტოკის ლუჩში გააგრძელოს


ეს ისე ხუმრობაა, წარმატებას უსურვებ...
zaza
17:50 11-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული