ქართველი ფეხბურთელების უკრაინულმა გუნდებმა ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს

AutoSharing Option
13 ივლისს უკრაინის პრემიერლიგა დაიწყო და პირველი ტურის მატჩები ჩაატარეს ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა.

დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" საკუთარ მოედანზე კიევის "არსენალი" მიიღო და ანაგარიშით 3:0 დაამარცხა. ჯაბა კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე განაცხადში არ ყოფილა.

მარიუპოლის "ილიჩევიცმა" სტუმრად ზაპოროჟის "მეტალურგს" მინიმალური ანგარიშით სძლია. თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, ხოლო დავით თარგამაძე 82-ე.

სტუმრად მოიგო შეხვედრა ასევე ჯაბა ლიპარტიას "ზარიამ", რომელმაც "ტავრია" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ლიპარტია სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე არ გასულა.

19 ივლისს უკრაინის ჩემპიონატის
მეორე ტურში ერთმანეთს "ილიჩევეცი" და "დნიპრო" დაუპისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული