ნალჩიკის "სპარტაკმა" დავით სირაძის გოლის წყალობით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პირველ დივიზიონში II ტურის მატჩები გაიმართა და ტურნირის პირველი ქართული გოლიც გავიდა - მისი ავტორი დავით სირაძეა.

ნალჩიკის "სპარტაკმა" "ნეფტეხიმიკს" უმასპინძლა და 2:1 მოუგო. მასპინძელთა მეორე, გადამწყვეტი გოლი ჩვენებურის ანგარიშზეა. ის უმალ გაერკვა სიტუაციაში და საჯარიმოს ხაზიდან აუღებელი დაურტყა ნიჟნეკამსკელთა მეკარეს.

ეს თამაშის მე-18 წუთზე მოხდა, მე-80 წუთზე სირაძე შეცვალეს. 70-ე წუთიდან კი "სპარტაკში" გუჯა რუხაია ვიხილეთ.

გაგაცნობთ სხვა ქართველი ლეგიონერების მონაგარსაც: "სკა ენერგიამ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "როტორი". ამ შეხვედრაში გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ, ხოლო გოგიტა
გოგუას
განაცხადში შეყვანა კვლავ ვერ ხერხდება.

"მორდოვიამ" 4:1 გაანადგურა პეტერბურგის "დინამო", გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად გაისარჯა აკაკი ხუბუტია. ხუბუტიას გუნდი 6 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.

ვერ არეგისტრირებს ქართველ ფეხბურთელებს ვერც "ალანია". ასე რომ, ოსურმა კლუბმა ინგუშურ "ანგუშტს" ოთარ მარცვალაძის და გოჩა ხოჯავას გარეშე მოუგო - 1:0.

ორენბურგის "გაზოვიკი" სტუმრად 1:1 დაუზავდა "სალიუტს". ამჯერად "გაზოვიკის" რიგებში ზურაბ არზიანს არ უთამაშია.

III ტური 18-19 ივლისს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
აკაკი ხუბუტიამ და ზურაბ არზიანმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს
დავით სირაძემ ნალჩიკის "სპარტაკთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული