ჯანო ანანიძე: შემოთავაზება რუსეთის საზღვრებს გარედანაც მქონდა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ, რომელიც ამჟამად იჯარით "როსტოვშია", ახალ გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

- იყო თუ არა მოულოდნელობა "როსტოვში" გადასვლა? ვაღიარებ, კი იყო, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ჩემი კარიერისთვის დიდი დარტყმა იყო, ძალიან ცდება.

რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს "სპარტაკი", თუმცა, თუ საჭირო იქნება იმის დამტკიცება, რომ გუნდს ვჭირდები, მზად  ვარ, ყველა ბარიერი გადავლახო.

- კარიერის გასაგრძელებლად სხვა ვარიანტები არ იყო?
- დიახ, იყო რამდენიმე, სხვათა შორის, საზღვარგარეთიდანაც, მაგრამ გადავწყვიტე, რომ "როსტოვში" თამაში უფრო საინტერ
ესო იქნებოდა.

ეს ლაღი გუნდია, რომელიც ცდილობს, ჩემთვის ახლობელი - სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს. იგივე თქვეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ჩემი ბედი აღელვებთ.

- ალბათ, თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილ ფორვარდს, რევაზ ჩელებაძეს გულისხმობთ, რომელმაც "სპარტაკში" მოგიყვანათ...

- ის ახლა საქართველოში "ქობულეთს" წვრთნის, მაგრამ ხშირად ვკონტაქტობთ. "წადი, ითამაშე, საუკეთესო უნდა იყო", - მითხრა რევაზმა. ასეთი სიტყვები მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- როგორ მიგიღეს ახალ გუნდში?
- მე და ძიუბა აქ დიდი ხანი არაა, რაც ვართ, მაგრამ თავი უკვე ახლობლებად გვაგრძნობინეს. კარგად მიგვიღეს. გარდა ამისა, აქ არის საშა შეშუკოვი, ვისთანაც "სპარტაკში" ერთად გვაქვს ნათამაშები. ამიტომ ადაპტაციასთან დაკავშირებით პრობლემები არაა.

ხოლო რაც შეეხება საფეხბურთო ურთიერთგაგებას, ვფიქრობ, ასეც იქნება.

- მაგრამ ხომ გესმით, რომ ძირითადში ადგილი გარანტირებული არ გაქვთ?
- გარანტირებულ ადგილს არც ველი. "როსტოვში" ბევრი კარგი ჰავბეკია: კანდა, კალაჩევი, გაცკანი, შეშუკოვი, პოლოზი. ამიტომ უნდა დავამტკიცო, რომ გუნდს ვჭირდები. ეს ჩემი პროფესიის ნაწილია.

* * *
ჯანო ანანიძის შესახებ კომენტარი ასევე გააკეთა "როსტოვის" მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა.

- გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ ძიუბა და ანანიძე "სპარტაკის" მომავალია. ახლა კი ეს ორი ფეხბურთელი თქვენს გუნდში აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, კარიერის ასეთი შემობრუნება მათ სარგებელს მოუტა
ნს?
- მესმის ამ ბიჭების. ისინი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ბედმა ინება მათი გამძლეობაზე გამოცდა. მეც გამივლია მსგავსი.

ზოგი შეიძლება გამოცდამ გატეხოს და ხელები ჩამოაშვებინოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ასეთთა რიცხვში ეს ორი ფეხბურთელი არ შედის.

ჯანო ყოჩაღია, კარგი პასი, ტექნიკა და გამოცდილება აქვს. არადა, ის მხოლოდ 20 წლისაა. დიდ ფეხბურთში 16 წლიდანაა, აბა, მე 23 წლიდან ვიყავი.

ჯანოს მთელი საფეხბურთო ცხოვრება წინ აქვს. ამიტომ ჩემი ამოცანაა, მისი ნიჭი ბოლომდე გავხსნა.

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
არტიომ ძიუბა: ჯანო ანანიძე ჩემთვის უმცროსი ძმასავითაა
რუსეთის და უკრაინის ქართული ლეგიონი იწყებს
მკითხველის კომენტარები / 3 /
მერე გვიკვირს ვერ შემდგარი ფეხბურთელების??? მე მგონი ეს ზოგადად ქართველების სენია, რომ თუ ერთ ქვეყანას მიჩვივნენ, სხვაგან არ იხედებიან, როსტოვი კი არა სპარტაკი მენანება ჯანოსათვის, მაგრამ მისი საქმისა თავად იცის იმედია, თუმცა რამდენი ფეხბურთელის კარიერა შეიწირა რუსეთმა? მარტო ასათიანის გახსენება რად ღირს, მასაც იგივე დაემართა...
leonardo
16:41 15-07-2013
0
ღმერთმა ყველაფერი კარგი ქნას შენს მიმართ,მაგრამ თუ როსტოვშიდაც ვერ გაქაჩე,მაშინ წადი ბიძია და იმ შენს ქობულეთში ითამაშე.
roma
15:35 15-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული