მას შემდეგ გიორგით დაინტერესებულ კლუბებზე ათასი რამ ითქვა: თითქოს, 20 წლის ქართველ ფორვარდს რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბში, ყაზანის "რუბინში" იწვევდნენ.
იყო ლაპარაკი იტალიური "ტორინოსა" და "კალიარის" შესახებაც.
ივნისის დასაწყისში კი პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ, "გაძეტა დელო სპორტმა" დაწერა, რომ თავდამსხმელის შეძენა სერია "ა"-ს ოთხ კლუბს: "პარმას", "ჯენოას", "უდინეზესა" და "რომას" სურდა.
"პარმა" ახლოს არის, რომ ჰოლანდიურ კლუბს შეუთანხმდეს. იტალიური კლუბი მზად არის, არნემელებს 4
გიორგის კონტრაქტი "ვიტესთან" აკავშირებს და სწორედ ამ გუნდთან არის საკითხი გასარკვევი. არადა, სხვაგვარი ინფორმაციაც არსებობდა: "ვიტესის" პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიასა და ჭანტურიას ურთიერთობები დათბა და ახალ სეზონს ჰოლანდიურ კლუბში გაატარებდა.
მაგრამ იტალიური გამოცემა "ტუტომერკატო" ორიოდე დღის წინ გავრცელებულ ცნობაში ამტკიცებდა, რომ 20 წლის თავდამსხმელი კარიერას მაინც იტალიაში გააგრძელებდა.
"ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც "ვიტესის" საკუთრებაა, სავარაუდოდ, "სასუოლოში" გადავა, თუმცა მისდამი ინტერესი არც "ჯენოას" და "უდინეზეს" განელებიათ. სამი მილიონი ევრო და რომელიმე მათგანთან ხელშეკრულება გაფორმდება", - წერდა გამოცემა.
რა ხდება რეალურად? ამის გასარკვევად 15 ივლისს ჭანტურიას დავუკავშირდით და ფეხბურთელმა მოკლედ გვიპასუხა: "არ ვიცი, ახალ სეზონს რომელ გუნდში დავიწყებ, "ვიტესში" თუ სხვაგან, რადგან ჯერ არაფერია ბოლომდე გარკვეული".
ეჭვი, რომ ჭანტურიას თავს მართლაც რაღაც ხდება, იმ ფაქტმაც გააძლიერა, რომ "ვიტესი" 14 ივლისს ბელგიურ "სტანდარდს" ამხანაგურად ეთამაშა, გიორგი კი მოედანზე არ გამოჩენილა.
ჭანტურიას კომენტარი ამაზეც ვკითხეთ და გვითხრა, რომ ამჟამად "ვიტესის" მეორე გუნდში ემზადება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
tutto mercato: ქართველი მესი იტალიაში მოდის
გიორგი ჭანტურია არნემის "ვიტესს" დუბლით და საგოლე პასით დაუბრუნდა [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: "ჯენოაში" ჩემი გადასვლა 90 პროცენტით გადაწყვეტილია
ეს ის ჭანტურია არაა, ბარსელონაში რომ დაიწყო კარიერა, მერე ჩელსიში, მერე ვიტესში, მერე ალანიაში და ბოლოს სავარაუდოდ სერია ბ-ს გუნდში რომ ამოყოფს თავს? ბევრი ფეხბურთელია ასეთი, თავიდან ნიჭიერი და პერსპექტიული, მერე კი სულ დაღმა რომ მიდის...
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის შემოსავალი, რაც აქვთ, აკმაყოფილებთ. მაღალი მიზნები კიდევ ან არ აქვთ, ან აქვთ და შრომა ეზარებათ :|