tutto mercato: ქართველი მესი იტალიაში მოდის

AutoSharing Option
იტალიური "ტუტომერკატო" იუწყება, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ 20 წლის გიორგი ჭანტურია კარიერას იტალიაში გააგრძელებსო:

"ქართველთა ლეო მესი, გიორგი ჭანტურია მზადაა, იტალიაში გადმოვიდეს.

ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც "ვიტესის" საკუთრებაა, სავარაუდოდ, "სასუოლოში" გადავა, თუმცა არც "ჯენოას" და "უდინეზეს" განელებიათ მისდამი ინტერესი.

სამი მილიონი ევრო და რომელიმე მათგანთან ხელშეკრულებაც დაიდება".

14 ივლისს "ვიტესმა" ამხანაგური მატჩი გამართა ბელგიურ "სტანდარდთან". ითამაშეს გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა, აი, ჭანტურია კი არ გამოჩენილა.

რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ კლუბებს, "უდინეზემ" სერია A მეხუთე ადგილზე დაასრულა, "ჯენოამ" - მე-17-ეზე.
"სასუოლო" იტალიური ფეხბურთის ელიტაში წელს გადავიდა - 2012/13 წლების სერია B-ში პირველი ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია არნემის "ვიტესს" დუბლით და საგოლე პასით დაუბრუნდა [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: "ჯენოაში" ჩემი გადასვლა 90 პროცენტით გადაწყვეტილია
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბატონო დათო,
აქედან დასკვნა, რომ იქაც არიან ტვინგადაბრუნებული ფანები და ჟურნალისტები. ვიტესში გიოს რო მაგრა ეთამაშა, არავინ დაჩაგრავდა.
ramo
15:29 16-07-2013
0
ავტორს არ უთქვამს რომ ჭანტურია ქართველი მესია. მან უბრალოდ ციტირება მოახდინა იტალიურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიის, რომელიც ჭანტურიას შესაძლო გადასვლაზე საუბრობს. და თუ რატომ უწოდებენ ქართველ მესის, ერთხელ მაინც რომ გენახა ვიტესის საშინაო მატჩი, აუცილებლად დაინახავდი კარის ფანკლუბის მიერ გამოფენილ ბანერს, სადაც წერია: "WE DONT NEED BARCA, WE HAVE OUR OWN MESSI: #GIO11" !!!
dato
14:45 16-07-2013
0

სიახლეები პოპულარული